ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორის გადაწყვეტილებით, სამეფო ოჯახის შესახებ შექმნილი წიგნიდან, რომელიც სამშაბათს გამოიცა, პრინც ჰარის, მეგან მარკლისა და მათი ვაჟის, არჩის საერთო ფოტო ამოიღეს.
როგორც ცნობილია, დედოფალმა შვილიშვილისა და მისი ოჯახის საერთო ფოტოზე შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა:“ ვფიქრობ, ეს ფოტო არ გვჭირდება“.
სავარაუდოდ, დედოფლის ამ გადაწყვეტილების მიზეზი პრინც ჰარის სამომავლო გეგმაა, რომლის მიხედვითაც, ის შობის დღესასწაულის გატარებას ბრიტანეთის ნაცვლად კანადაში, მეგანის დედასთან და ოჯახთან ერთად აპირებს.
პრინც ჰარის თქმით, მისი ფოტოს ამოღებით, ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ოჯახის სიიდან წაშალეს.
როგორც ცნობილია, პრინც უილიამმა დედოფლის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყო, რამაც მისი აღელვება გამოიწვია.
ბრიტანეთის სამეფო კარზე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავდება. ექსპერტები ამბობენ, რომ მსგავსი დაძაბულობა პრინცესა დაიანას დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა.