ჟურნალისტი ეკა ხოფერია სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო, 2020 წელს კი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. მის სიახლეებს საზოგადოების ნაწილი მუდმივად ადევნებს თვალს.

პროფესიული საქმიანობის პარალელურად, ინტერესის საგანია ეკა ხოფერიას პირადი ცხოვრებაც, რომლის შესახებაც მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა.
ეკას პირველი ქორწინებიდან ერთი გოგონა, ანანო ჰყავს, ხოლო მიშა ხუჯაძესთან ორი ვაჟი შეეძინა. როგორც თავად აღნიშნავს, მან და მისმა მეუღლემ ოჯახი გაცნობიდან ძალიან მალე, წელიწადსა და ორ თვეში შექმნეს: „კრიზისული პერიოდი არ გვქონია. თანაცხოვრების დროს იყო ადაპტაციის მომენტი, ცოტა ეჭვიანობა, მაგრამ როცა რწმუნდები, რომ გიყვარს და უყვარხარ, მერე ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. რაც დრო გადის, უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ცხოვრება. არც აკრძალვები მაქვს. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, მიშკას უნდა, რომ სულ ერთად ვიყოთ. ისედაც გვიან შევხვდით ერთმანეთს და ამიტომ სულ ერთად გვინდა ყოფნა“, – თქვა ეკა ხოფერიამ.

როგორც ეკა აღნიშნავს, თავდაპირველად მის პირველ შვილს, ანანო ლევიძეს, მამინაცვლის მიმართ ეჭვიანობის გრძნობა გაუჩნდა, თუმცა მიშა ხუჯაძემ მოახერხა თბილი ურთიერთობის ჩამოყალიბება და ახლა ოჯახი ერთად ბედნიერად ცხოვრობს.