სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა, საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

ამჯერად გიორგი გასვიანი მარიტა მელიქიშვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებენ და გამომწერებისგან უამრავ კომპლიმენტს იმსახურებენ: „რა ბედნიერები ხართ“, „ყველაზე ლამაზი ორსული ქალი“, „საუკეთესო წყვილი ხართ“ - წერენ „ინსტაგრამზე“. როგორც ცნობილია, მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი პირველ შვილს დეკემბრის თვეში ელოდებიან.

