ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი საკუთარ ყოველდღიურობასა და ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ხშირად უზიარებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს მათი შვილი ანნა.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სწორედ პატარა ანნას ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც აღმოჩნდა, მას ხაჭაპური ძალიან უყვარს და ახერხებს, რომ საყვარელი კერძი კაფეში თავად შეუკვეთოს. „შენ თვითონ უთხარი, რაც გინდა - ხაჭაპური“ - ისმის ვიდეოში.