სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა და მისმა მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა, საზოგადოებას სასიამოვნო სიახლე გაუზიარეს და თქვეს, რომ მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და წყვილმა უამრავი მილოცვა მიიღო.

როგორც ცნობილია, მარიტა მელიქიშვილი უკვე ცხრა თვის ორსულია და პირველ შვილს დეკემბერში ელოდება. მიუხედავად ამისა, ის ინარჩუნებს ცხოვრების აქტიურ რიტმს და მეგობართან, ტელეწამყვან და მსახიობ რუსკა ქარქაშაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.