„საოცრებაა, დახვეწილი და გემოვნებიანი“ - თამო ვაშალომიძის გრანდოზული ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები - Marao

„საოცრებაა, დახვეწილი და გემოვნებიანი“ - თამო ვაშალომიძის გრანდოზული ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები

2021-12-10 11:17:04+04:00


ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. სულ ცოტა ხნის წინ თამომ ოჯახთან ერთად ევროპაში იმოგზაურა და ულამაზესი კადრები გამომწერებსაც გაუზიარა.

ამჯერად თამო ვაშალომიძემ გამომწერებს საკუთარი სახლი დაათვალიერებინა და ნაძვის ხის შესახებ აზრი ჰკითხა. მისმა საახალწლო დეკორაციებმა გულშემატკივრების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა: „ძალიან მომწონს, მყუდრო გარემოა“, „არ არის გადატვირთული, ყველაფერი გემოვნებიანია“, „სადა და დაწხვეწილია“ - სწერენ თამო ვაშალომიძეს „ინსტაგრამზე“.