„ქრისტინეს ეწყინა, არადა ქრისტინემ მადლობაც იცის და მადლობაზე მეტიც...“ - რატომ წაშალა მაია კაჭკაჭიშვილმა ვიდეო, რომელსაც დიდი განხილვა მოჰყვა - Marao

„ქრისტინეს ეწყინა, არადა ქრისტინემ მადლობაც იცის და მადლობაზე მეტიც...“ - რატომ წაშალა მაია კაჭკაჭიშვილმა ვიდეო, რომელსაც დიდი განხილვა მოჰყვა

2021-12-10 12:02:28+04:00


რამდენიმე დღის წინ კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი „ფეისბუკ“ ლაივში ჩაერთო და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული აზრი გამოთქვა. მის მიერ ნუცა ბუზალაძის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ამჯერად კი ის კომენტარს პირდაპირი ჩართვის შესახებ აკეთებს და წერს, რომ ვიდეოები წაშალა: „ჩემი ლაივები ავიღე, ისედაც ვთქვი ლაივში, ალბათ, წავშლი-მეთქი. ეს იმიტომ არა, რომ ჩემი სიტყვები უკან წავიღე. არა! მაგალითად, ქრისტინეს ეწყინა, მგონი, არადა, ქრისტინე მეგობარია და მადლობაც იცის და მადლობაზე მეტიც. მე ზოგადად ვსაუბრობდი, 2000 წლიდან სულ იყო ეს პრობლემა და მინდა, რომ აღარ იყოს. სიმღერაში თუ ჰონორარი გადაიხადე, ეგ არ ნიშნავს რომ შენია. ჰონორარი ერთჯერადი ჯამაგირია. სიმღერას კიდევ მრავალგზის წარმატება მოაქვს და ამის დაფასება მინდა ისწავლონ, მეტი არაფერი. წარმატებები ყველას,“ – წერს კაჭკაჭიშვილი.