ფრიდონ სულაბერიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე და ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ღონისძიებაზე მეუღლეებთან ერთად მივიდნენ. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.


განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ცნობილი დიზაინერისა და მისი მეუღლის ჩაცმულობამ. კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ არჩევანი მუქი ფერის კლასიკურ სამოსზე შეაჩერეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა ასევე მუქი ტონები შეარჩიეს. ნუნუკა თამაზაშვილს ღონისძიებაზე შავი კლასიკური შარვალი და ხავერდის პიჯაკი ეცვა.


რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან ლურჯი კაბა მოირგო, რომელსაც მარგალიტის ყელსაბამი შეუხამა.
