„ეკა ჩემი მეგობარია მე-11- ე კლასიდან. მინდა ყველამ იცოდეს, რომ...“ - ხატია შამუგია - Marao

„ეკა ჩემი მეგობარია მე-11- ე კლასიდან. მინდა ყველამ იცოდეს, რომ...“ - ხატია შამუგია

2021-12-11 12:50:37+04:00


ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მასთან უკვე დიდი ხანია, რაც მეგობრობს:

„ზოგადად, პოლიტიკური პოსტები არ მხიბლავს და არც ეს მიიღოთ ამ მიმართულებით. უბრალოდ მისი თანამდებიბის გამო არასოდეს გამისაჯაროვებია, რომ ეკა ჩემი მეგობარია მე-11- ე კლასიდან. მინდა ყველამ იცოდეს, რომ მსგავს ღირსეულ, გაწონასწორებულ და არაჩვეულებრივ მეგობარს ძალიან ცოტას ვიცნობ ამ ქალაქში. ეკას არაფერი, მაგრამ ამ მთავრობის მინისტრთა კაბინეტს კი ნამდვილად დააკლდება ღირსეული კადრი. ეკა, მიყვარხარ და წარმატებები ყველგან და ყოველთვის. გეუბნებოდი, შენ ევროპის გოგო ხარ-მეთქი და, აჰა, შენ ქართული რეალობაც“ - წერს ხატია შამუგია.