„არ გადაედო უფროს შვილს, 17 წლის მოზარდს, რომელიც "ფაიზერითაა" აცრილი... არ გადაედო არც დედას, რომელიც "სინოფარმითაა" აცრილი” - რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე - Marao

„არ გადაედო უფროს შვილს, 17 წლის მოზარდს, რომელიც "ფაიზერითაა" აცრილი... არ გადაედო არც დედას, რომელიც "სინოფარმითაა" აცრილი” - რა ინფორმაციას ავრცელებს ნათია ფანჯიკიძე

2021-12-13 13:57:35+04:00


ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საკუთარ „ფეისბუკგვერდზე" პოსტს აქვეყნებს: „ჩემი ძმისშვილის ორ მცირეწლოვან ბავშვს აქვს კოვიდი, სიცხე 40-ის გარშემო. არ გადაედო უფროს შვილს, 17 წლის მოზარდს, რომელიც "ფაიზერითაა" აცრილი. არ გადაედო არც დედას, რომელიც "სინოფარმითაა" აცრილი. პოსტს კომენტარებს ვუთიშავ, ანტივაქსერული "ჩემი მეზობლის ბოზი მამიდა აცრილი იყო და მას მერე სულ კოვიდი აქვს" ხასიათზედ არ ვიმყოფები” - წერს ნათია ფანჯიკიძე.