„ტრადიცია გრძელდება! ჩემს დაბადების დღეზე ვცდილობ, წვლილი შევიტანო შეჭირვებული ოჯახების დღის გალამაზებაში... გადავწყვიტე, დავხმარებოდი 5 მრავალშვილიან ოჯახს...“ - ნინა ზარქუა ფოტოებს აქვეყნებს - Marao

„ტრადიცია გრძელდება! ჩემს დაბადების დღეზე ვცდილობ, წვლილი შევიტანო შეჭირვებული ოჯახების დღის გალამაზებაში... გადავწყვიტე, დავხმარებოდი 5 მრავალშვილიან ოჯახს...“ - ნინა ზარქუა ფოტოებს აქვეყნებს

2021-12-13 15:21:30+04:00


დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ.

ამჯერად ნინა ზარქუა სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, რომ საკუთარ დაბადების დღეზე გაჭირვებული ოჯახების დახმარების ტრადიციას წელსაც აგრძელებს: „ტრადიცია გრძელდება! როგორც იცით, ჩემს დაბადების დღეზე ვცდილობ, მოკრძალებული წვლილი შევიტანო მიუსაფარი და შეჭირვებული ოჯახების დღის გალამაზებაში. გადავწყვიტე, დავხმარებოდი 5 მრავალშვილიან ოჯახს პროდუქტებითა და თანხით. მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება, რომ ასეთი დანაღვლიანებული თვალებით აღარ უყურონ ცხოვრებას...“ - წერს ნინა ზარქუა.