მომღერალი ლიზა ყენია „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს და გამომწერებთანაც აქტიური კომუნიკაცია აქვს. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია, მომღერლის თამამი ფოტოები კი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
ინტერესის საგანია მომღერლის პირადი ცხოვრებაც. ლიზამ წინა ურთიერთობა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და, როგორც თავად ამბობდა, თავს მარტო ძალიან კარგად გრძნობდა. მიუხედავად ამისა, მისი მარტოობა დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე დღის წინ მან მეგობარ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტოები კვლავ გამოაქვეყნა. მისი რჩეული გიორგი რაზმაძეა. წყვილი სოციალურ ქსელში ერთად ხშირად ჩნდება და მეგობრებისა და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს.