ნინიკო ნაცარიშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ლევან ჯიბღაშვილთან ურთიერთობის დროს გაიცნო. წყვილი ხშირად აქვეყნებდა საერთო ფოტოებს და ისინი დაქორწინებასაც აპირებდნენ, თუმცა მოულოდნელად ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ნინიკო სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება და თითქმის არ აქტიურობს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინიკო ნაცარიშვილი და "კანონიერი ქურდი" მინდია ლავასოღლი ფარულად დაინიშნენ, თუმცა ამის შესახებ ნინიკო ნაცარიშვილს საჯაროდ არ უსაუბრია.

ამჯერად ნინიკო ნაცარიშვილი „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ის ორსულადაა: „კიდევ უფრო დამშვენდი“, „რა სასიამოვნო სიახლეა“, „ძალიან გიხდება ეს მდგომარეობა, ულამაზესი ორსული“ - წერენ კომენტარებში.
