„ხშირად გამოჩნდით, ულამაზესები ხართ ერთად...“ - მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია - Marao

„ხშირად გამოჩნდით, ულამაზესები ხართ ერთად...“ - მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ახალი ფოტოები და ოჯახური იდილია

2021-12-15 11:09:05+04:00


მომღერალ მარიკა თხელიძისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი მანველიძის ქორწინების შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ნინი ქარსელაძის დახმარებით გაიცნო და მათი მეგობრული ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში: „გიორგის მიმართ პირველივე ნახვისას სიმპათიით განვეწყვე. მალევე სხვა თვალით შევხედეთ ერთმანეთს და ჩვენი ურთიერთობაც იქ დაიწყო. გადავწყვიტეთ, რომ ერთად გვეცხოვრა და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანი დღეს ჩემ გვერდითაა“ - ამბობდა მარიკა თხელიძე. მომღერალმა პირველად 2014 წელს იქორწინა და მისი რჩეული გიგა ანდრიაძე იყო, თუმცა ეს ურთიერთობა დამთავრდა. მარიკა თხელიძისთვის, ისევე, როგორც გიორგი მანველიძისთვის, ეს მეორე ქორწინებაა.

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ქორწილის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ საქორწინო წვეულება ქობულეთში, "შატო კვირიკეში" გამართეს და ცნობილი მეგობრებიც დაპატიჟეს. მარიკას დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.

მას შემდეგ, რაც მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის დაოჯახების შესახებ გახდა ცნობილი, წყვილი სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებსაც აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იმსახურებს: „ხშირად გამოჩნდით, ულამაზესები ხართ ერთად“, „საუკეთესო წყვილი“, „მარიკა, რა ლამაზი ხარ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.