კვარტეტ "ალილოს" წევრი გია დავითიანი პრესისთვის ყოველთვის სასურველი სტუმარია. მომღერალმა მეორედ 62 წლის ასაკში იქორწინა. პირველი მეუღლე წლების წინ დაეღუპა. როგორც ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ამბობს, მისი გარდაცვალების შემდეგ 11 წლის განმავლობაში არ შეხვედრია ქალი, რომელზეც დაქორწინებას გადაწყვეტდა.
თუმცა ერთი წლის წინ მის ცხოვრებაში ის სასურველი ქალი გამოჩნდა. ეკა არჩვაძე პროფესიით ექიმია და წყვილმა ოფიციალურად თებერვალში იქორწინა. ქალს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლე კი ცნობილი ექიმი, ტელეწამყვანი და იუმორისტი ოთარ ტატიშვილი იყო.
განაგრძეთ კითხვა