ჯულია რობერტსი ავსტრალიის სანაპიროზე შორტებითა და შლაპით გამოჩნდა - როგორ გამოიყურება 54 წლის ვარსკვლავი - Marao

ჯულია რობერტსი ავსტრალიის სანაპიროზე შორტებითა და შლაპით გამოჩნდა - როგორ გამოიყურება 54 წლის ვარსკვლავი

2021-12-16 12:02:36+04:00


ჯულია რობერტსი ავსტრალიის სანაპიროზე მეგობარ ტიმ ბევანთან ერთად დააფიქსირეს. 54 წლის ვარსკვლავის სავიზიტო ბარათი - ღიმილი - პაპარაცულ ფოტოებშიც კარგად ჩანს. მზის ქვეშ სეირნობისას მსახიობს შლაპა ეხურა და მუქი ფერის სათვალე ეკეთა.

ჯულია რობერტსი დააფიქსირეს ავსტრალიურ მზეზე სეირნობისას, პროდიუსერ მეგობარ ტიმ ბევანთან ერთად, როცა წყვილი ერთმანეთს ქვიშაზე ეხუტებოდა. ფოტოებში ის ძალიან სადად, სპორტულ სამოსშია გამოწყობილი და, როგორც ჩანს, შორტებსა და ბოტასებში თავს კომფორტულად გრძნობს.

პაპარაცებმა ჯულია და ტიმი მაშინ დააფიქსირეს, როცა ისინი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ტიმი მსახიობ ჯოელი რიჩარდსონის ყოფილი ქმარია და არაერთ ცნობილ ფილმზე უმუშავია. მათ შორისაა "სიამაყე და ცრურწმენა" კირა ნაითლისთან ერთად.

ტიმ ბევანი და ჯულია რობერტსი ამჟამად ფილმზე Ticket to Paradise მუშაობენ, რომელშიც ჯულიასთან ერთად, ჯორჯ კულინიც თამაშობს. მსახიობები გადაღებებისთვის ავსტრალიაში ოქტომბერში გაფრინდნენ და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინიც გაიარეს.