ხელის თხოვნის ულამაზესი კადრები დუბაიდან - მოდელ მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელ გიორგი პაპავას ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - Marao

ხელის თხოვნის ულამაზესი კადრები დუბაიდან - მოდელ მარიამ გველესიანისა და ფეხბურთელ გიორგი პაპავას ვიდეო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2021-12-17 11:06:48+04:00

ულამაზესი მოდელი მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 148 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. როგორც ცნობილია, მარიამი ფეხბურთელ გიორგი პაპავაზეა შეყვარებული. წყვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაშორებული იყო, თუმცა ისინი შერიგდნენ და ახლა ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს ხშირად აქვეყნებენ.

სულ ცოტა ხნის წინ მარიამ გველესიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა: „ I said YES” - დაწერა მან. რჩეულმა მას ხელი დუბაიში, რომანტიკული ვახშმის დროს სთხოვა. წყვილის ვიდეოს „ინსტაგრამზე“ დიდი გამოხმაურება და უამრავი მოლოცვა მოჰყვა.