დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.
ამჯერად ნინა ზარქუამ ფოტოები დაბადების დღის წვეულებიდან გააზიარა: „მადლობა ყველას ამდენი კეთილი სიტყვისთვის!“ - წერს დიზაინერი. ფოტოს კომენტარებში მისმა ერთ-ერთმა გამომწერმა ემოციური ისტორია გაიხსენა: „არასდროს დამავიწყდება, „სთორიზე“ რომ მომწერე და მითხარი, მე დაგეხმარები მარტენსის შეძენაშიო. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ასეთი მზრუნველი და გულწრფელი დამოკიდებულება პირველად ვიგრძენი. მადლობა ამ უსასრულო ემოციებისთვის. სწავლაში გამოვიყენე მაშინ თანხა და ამისთვისაც დიდი მადლობა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ნამდვილად დაუჯერებელი იყო, რომ სრულიად უცნობმა ადამიანმა ასეთი რამ გააკეთოს. არასდროს გაჩერდე და სულ იბრწყინე“ - წერენ კომენტარებში.