მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ამჯერად ნინუცა მაყაშვილმა რჩეულთან ერთად გადაღებული რომანტიკული ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, სასიამოვნო სიახლემ ნინუცას მეგობრები და გულშემატკივრები ძალიან გაახარა: „აუ, რა მაგარია! მართლა ძაან ამიჩუყდა გული, სიყვარული გვაკლია თუ რა ხდება?“, „სულ ესეთი ბედნიერი იყავი“, „რა მაგარი ამბავია, იმსახურებ, ნამდვილად!“ - წერენ კომენტარებში.