პოპულარული მომღერლის, ქეთა თოფურიას ქმარი ლევ დენგოვი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ქეთასთან ქორწინების შემდეგ მაინც ხშირად ახერხებს. როგორც ცნობილია, ქართველი მომღერალი მისთვის მესამე ცოლია, წინა ურთიერთობებიდან კი ორი შვილი ჰყავს.

ამჯერად ლევ დენგოვი ფოტოს სწორედ შვილთან, ლეონიდასთან ერთად აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს. ლევ დენგოვსა და ქეთა თოფურიას იანვარში პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ადამი დაარქვეს.
