ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი მეუღლე მარიტა მელიქიშვილი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილი ბიჭს დეკემბრის თვეში ელოდება, ამის შესახებ კი მათ გადაცემა „პრაიმშოუში“ თქვეს.

როგორც ჩანს, დიდი სიხარულის მოლოდინში წყვილი საახალწლო განწყობასაც იქმნის. მათ ნაძვის ხე უკვე დადგეს და სახლი სადღესასწაულოდაც მორთეს. „ბედნიერი ახალი წელი“, „ძალიან ლამაზია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.

