ზამთარი წელიწადის ყველაზე ჯადოსნური სეზონია, რომელიც სავსეა დღესასწაულითა და წითელი ღვინით. არდადეგების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტი დრო გრჩებათ, იზრუნოთ საკუთარ თავზე და ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდეთ. ამისთვის ცნობილმა თმის სტილისტებმა კინგ კარტერმა და პრისცილა ვალესმა შემოგვთავაზეს ზამთარში აქტუალური ვარცხნილობის 6 ტრენდი. მათი გამოყენებით მარტივად შეძლებთ, გამოიყურებოდეთ იდეალურად და აღმოჩნდეთ მასშტაბური წვეულების მთავარი გმირი.
მოცულობითი თმა
„ვფიქრობ, ტრენდებში მოცულობითი, სექსუალური ვარცხნილობა დაბრუნდა“, - ამბობს კარტერი. "დროა, შევიყვაროთ თმის ლაქი” - წერს ვალენსი. ამ სისავსის მისაღწევად, ის რეკომენდაციას უწევს ისეთი პროდუქტების გამოყენებას, როგორიცაა თმის ნიღბები, რათა თმა უფრო დამყოლი და ნაზი გახდეს. სასურველი შედეგის მისაღწევად კი თქვენ თმის ლაქის გამოყენება დაგჭირდებათ.

შუაზე გაყოფილი თმა
King Carter-მა ცოტა ხნის წინ შექმნა ეს ვარცხნილობა Upgrade Boutique-ის პარიკის გამოყენებით. „ყველაფერი, რაც თქვენ დაგჭირდებათ, არის უბრალოდ თმის შეკვრა, მყარი ჯაგრისი და თმის სპრეი, რომ თმა კუდში გადაიტანოთ და დაამაგროთ“, - განმარტავს ის.

ხვეულები
„ამ ზამთარს განსაკუთრებით აქტუალურია ხვეულები. ამ შედეგის მიღწევა კი ღამით სპეციალური სახვევების თმაზე დატოვებით მარტივად შეგიძლიათ“ - ამბობს კარტერი. „უპირველეს ყოვლისა, წაისვით თმის შრატი, რომ თმა უფრო მარტივად დაიმორჩილოთ და, დამატებითი ეფექტისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხვეული თმის ნიღაბიც.

„თქვენი საკუთარი ვარცხნილობა“
გაიხსენეთ კიმ კარდაშიან-უესტი ან ნაომი კემპბელი შუაზე გაყოფილი წელამდე სიგრძის თმით. ამ ვარცხნილობის მორგება ნებისმიერს შეუძლია. მთავარია მარჯვე ხელები და თმის ლაქი, რომელიც თქვენს თმას იდეალურ სიპრიალეს მიანიჭებს.

ცივი ტონალობა
„ცივი ტონალობები ზამთარში განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თუკი ზაფხულს უფრო თბილი და ნეიტრალური ფერები უხდება, ზამთარში თამამად სცადეთ ცივი, ე.წ. ყინულის ტონალობები“ - ამბობს კარტერი.

კლასიკა
ვალესი ფიქრობს, რომ საშუალო სიგრძის სქელი თმა ასევე ტრენდული იქნება ამ ზამთარს. „იმისთვის, რომ თმა უფრო მოცულობითი გახადოთ, გამოიყენეთ თმის დაგრძელება ან მიანიჭეთ მას მოცულობა თმის ლაქის გამოყენებით“ - ამბობს ის.
