წარმატებულ ტელეწამყვანებს, არჩილ სოლოღაშვილსა და ნუცა ქავთარაძეს, გაზაფხულზე ვაჟი, სახელად ალექსანდრე შეეძინათ. მას შემდეგ ნუცა და აჩიკო ხშირად აქვეყნებენ პატარა სანის ფოტოებსა და ვიდეოებს და ყოველთვის დიდ სიყვარულს იმსახურებენ.

ამჯერად ნუცა ქავთარაძე ალექსანდრეს ახალ ფოტოს აქვეყნებს: „გული როგორ არ გამისკდეს, მითხარით“ - წერს ნუცა. პატარა სანი მშობლებსა და მათ მეგობრებთან ერთად დიდ დროს ატარებს და ხშირად მათ სამსახურშიც კი სტუმრობს.
