დიზაინერ ნინა ზარქუას მოდის სამყაროში კარგად იცნობენ. ის სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხშირად აქვეყნებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც. მიუხედავად იმისა, რომ ნინამ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, მოახერხა, შეექმნა მოდელის კარიერა და გამხდარიყო წარმატებული დიზაინერი. ის ფეხსაცმლისა და აქსესუარების ხაზზე მუშაობს და მისი კოლექციები მსოფლიო ბაზარზეც გადის.
ნინა ზარქუა ცნობილი ფეხბურთელის, ალექსანდრე ამისულაშვილის მეუღლეა. წყვილს სამი შვილი ჰყავს, რომლებთან ერთადაც დროს ხშირად ატარებენ და დასასვენებლადაც ერთად დადიან. როგორც ცნობილია, ალექსანდრე ამისულაშვილმა კარიერა 2017 წელს დაასრულა. დიზაინერის თქმით, ეს მისთვის სასიხარულო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ალექსანდრეს ცხოვრების დიდ ნაწილს იკავებდა, ახლა კი მასთან ერთად უფრო მეტი დროის გატარებას შეძლებდა.
ამჯერად ნინა ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი შვილებთან ერთად ესპანეთში მოგზაურობენ და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებენ. „რა ლამაზი შვილები გყავთ, საოცარი ოჯახი...“, „რა ბედნიერები ხართ“, „საუკეთესო დასვენებას გისურვებთ“ - წერენ „ინსტაგრამზე“.