ლიზა ჩიჩუა და მისი ოჯახი ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას შემდეგ, რაც მისი და ირაკლი მაქაცარიას ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, ლიზას მიმართ ინტერესი გაორმაგდა. ჟურნალი „შინ“ ლიზას დედას, ქეთევან ასათიანს სახლში ეწვია:
- ბავშვობიდან იცოდით, მედიცინის რომელ მიმართულებას გაჰყვებოდით?
- ბავშვობაში არა, თუმცა IX-X კლასში სწავლისას უკვე დავიწყე ფიქრი სპეციალობაზე. ოჯახურმა ტრადიციამ სერიოზული გავლენა იქონია და გადავწყვიტე, მედიკოსი, კერძოდ, პედიატრი გამოვსულიყავი, მაგრამ მამამ გადამაფიქრებინა. მითხრა, რომ მე იმდენად ემოციური პიროვნება ვიყავი, პაციენტი ბავშვი რომ გარდაცვლილიყო, ჩემზე მძიმედ იმოქმედებდა. ახლა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ასე იქნებოდა.
- ის ინფორმაცია, ემოცია, რომელსაც პაციენტებისგან იღებთ, არ გამძიმებთ?
- პაციენტისათვის მდგომარეობის შემსუბუქება, ზოგადად, მკურნალის მოვალეობაა. პირადად მე, ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში, ხშირად ღამის 10 საათამდე კლინიკაში ვარ. პაციენტების მიერ განცდილ ტკივილსა თუ განსაცდელს, სხვადასხვა ისტორიას, რომელსაც ისინი მიზიარებენ, შინ არასდროს ვყვები, ჩემთან რჩება. ამიტომ ვფიქრობ, თუ ექიმისათვის პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ მან მედიცინას თავი უნდა დაანებოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ღრმად მწამს, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომელიც სიღრმისეულად ესადაგება და ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ჩემს სურვილს - განვკურნო ადამიანი, შევუმსუბუქო მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ბევრი მეუბნება: ჩემთვის მხოლოდ ენდოკრინოლოგი კი არა, ფსიქოთერაპევტიც ბრძანდებითო. პაციენტებისგან ისეთ სითბოს ვგრძნობ, ყოველი მათი მადლიერი სიტყვა მარწმუნებს პროფესიის არჩევის სისწორეში. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან ჩემი მეუღლეც ექიმია, მას ძალიან კარგად ესმის ჩემი სამსახურის სპეციფიკა.
- როდის გაიცანით მეუღლე და რით მიიპყრო თქვენი ყურადღება?
- 1992 წელს გავიცანი. მაშინ პირველ კურსზე ვიყავი. გამოირჩეოდა პიროვნული თვისებებით, ქალთან მოქცევის წესით, ეტიკეტის დაცვით, საოცარი სურვილით, რომ პროფესიას სრულფასოვნად დაუფლებოდა. მაშინ საკმაოდ რთული პერიოდი იყო. მან შეძლო წასულიყო მოსკოვში და ასპირანტურაში გაეგრძელებინა სწავლა. იმხანად რუსული ოფთალმოლოგიური სკოლა იყო. ყოველივე ეს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაზე ძალიან მოქმედებდა. რა თქმა უნდა, მისი ჩემდამი დამოკიდებულებაც მომწონდა, საოცრად თავაზიანი და ყურადღებიანი იყო.
განაგრძეთ კითხვა