გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი დღეს, 24 დეკემბერს პირველი შვილის მშობლები გახდნენ. პირველი ფოტო სამშობიაროდან წყვილმა უკვე გამოაქვეყნა. „დაიბადა გალაკტიონ გალა გასვიანი! უსაზღვროდ ბედნიერები ვართ, მადლობა ღმერთს!“ - წერს გიორგი გასვიანი „ინსტაგრამზე“. წყვილი აქამდე ახალშობილის სახელს არავის უმხელდა, მათ შორის, არც ოჯახის წევრებს. როგორც ჩანს, მათი გაადაწყვეტილება ბევრმა მოიწონა და უამრავი მილოცვაც მიიღეს.
