ბერა ივანიშვილი გუშინ იუბილარი გახლდათ. ბიძინა ივანიშვილის ვაჟი 27 წლის გახდა. მუსიკოსს დაბადების დღე თაყვანისმცემლებმა მიულოცეს. თუმცა სადღესასწაულო ტორტის ჩაქრობის ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა.
მუსიკოსი უკვე რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად სამხრეთ კორეაში ცხოვრობს. ბოლო ინტერვიუში, რომელიც ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა ამბობდა, რომ დიდი მუსიკალური გეგმები აქვს. ბერა ბოლო დროს მხოლოდ "ტიკტოკისა" და "ინსტაგრამის" პლატფორმაზე აქტიურობს და კორეული ცხოვრებიდან საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებს. ივანიშვილების შვილებიდან ამ დროისთვის საქართველოში მხოლოდ ცოტნე იმყოფება, რომელიც პერიოდულად და-ძმებს სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობს.