ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამორჩევა. საკუთარ გამომწერებს ის უფრო მეტად კონცერტებისა და პროფესიული სიახლეების შესახებ უზიარებს ინფორმაციას. მან დედის გარდაცვალების შემდეგ არაერთი ემოციური წერილი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ ემოციებზე საუბრობდა: „მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია ახლა, გარდა იმისა, რომ ძალიან მენატრება… ალბათ, არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის, მაგრამ ჩვენ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ვიყავით ორნი, მე და დედა, დედა და მე…“ - წერდა ნიკა.
ამჯერად ნიკოლოზ რაჭველი ფოტო დედის სასაფლაოდან აქვეყნებს: "9 წელი გავიდა დღეს..." - წერს მუსიკოსი.