„2020 წელთან შედარებით, ახალი წლის სუფრის ინდექსის ფასები ყველა რეგიონში გაიზარდა“, - ამის შესახებ აღნიშნულია ISET-ის ყოველწლიურ საახალწლო ინდექსში. ამ ინდექსით „აისეტი“ ითვლის, რა უჯდება სტანდარტული საახალწლო სუფრა 5-6-სულიან ოჯახს საქართველოს თითოეულ რეგიონში.
მათი შეფასებით, 2021 წლის დეკემბერში საახალწლო სუფრის საშუალო ფასმა 183 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან (2020 წლის დეკემბერთან) შედარებით 8.3%-ით მაღალია.
„ცხადია, ყველა ოჯახსა და რეგიონს თავისი საახალწლო სუფრა აქვს, თუმცა კალკულაციის დროს ვითვალისწინებთ ისეთ ტრადიციულ კერძებს, როგორებიცაა: მწვადი, საცივი, ხაჭაპური, კალმახი, ქათმის ტაბაკა (შემწვარი), ოლივიეს სალათა, ფხალი, კიტრისა და პომიდვრის სალათა. დესერტისთვის, ტრადიციულად, ხილსა და გოზინაყზე ვაკეთებთ არჩევანს.
განაგრძეთ კითხვა