ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი სხვადასხვა შინაარსის ვიდეოებს „ინსტაგრამსა“ და“ტიკ-ტოკზე“ ხშირად აზიარებენ და გამომწერებისგან ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებენ. განსაკუთრებულ სიყვარულს იმსახურებს ნანუკასა და ბერას შვილი ბერუკა ივანიშვილი.

ახალი წლის ღამეს ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ახალი ფოტოები გამოაქვეყნეს. მათ დღესასწაული შვილთან, ბერუკა ივანიშვილთან ერთად აღნიშნეს და მისი სახალისო ვიდეოც გააზიარეს: „გამარჯობა 2022“ - წერს ბერა კადრებზე, სადაც ჩანს, თუ როგორ მღერის პატარა ბერუკა ადელის ცნობილ სიმღერას Hello.