ჯადოსნური სიურპრიზი ახალი წლის ღამეს - გიო ჯობავასა და სალი წვერავას ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო - Marao

ჯადოსნური სიურპრიზი ახალი წლის ღამეს - გიო ჯობავასა და სალი წვერავას ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

2022-01-04 12:23:41+04:00


ქართველი ვლოგერების, გიორგი ჯობავასა და სალი წვერავას წყვილს სოციალურ ქსელში უკვე კარგად იცნობენ. ისინი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქტიურობენ და სახალისო ვიდეოებსა და პირად თუ ოჯახურ ფოტოებს გამომწერებს ყოველდღიურად უზიარებენ.

რამდენიმე დღის წინ სალი წვერავამ და გიორგი ჯობავამ სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გამოაქვეყნეს, სადაც ჩანს, თუ როგორ უმხელს სალი მეუღლეს ორსულობის ამბავს. ახალი წლის ღამის ამ სიურპრიზმა წყვილის გამომწერების აღფრთოვანება გამოიწვია. მათ უამრავი კეთილი სურვილი და მილოცვა მიიღეს. სალის პირველ ქორწინებაში გოგო, მია შეეძინა, წყვილს კი ერთი საერთო შვილი, სებე ჰყავს.