"მხოლოდ ლელასთან" სტუმრად ეკა ბესელია იმყოფებოდა. ის პირად ტრაგედიას ვრცლად პირველად მოჰყვა: „ეს პერიოდი იყო, როცა წამოვედი ქმრისგან და ვიწყებდი დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმას. მახსოვს, ადვოკატურაში იყო ძალიან ბევრი კაცი და სულ ორი ქალი. დამხვდა იმ დროისთვის ძალიან ცნობილი და გამოცდილი ადვოკატი, რომელსაც ყველა უყურებდა, როგორც გამორჩეულს. როგორც კი შევედი და გამიცნო, გადაწყვიტა, რომ მასწავლოს, რა როგორ უნდა გავაკეთო. ამას აკეთებდა ისეთი განსაკუთრებული მზრუნველობით, არამიწიერი და არანორმალური სიფაქიზით, ძალიან დახვეწილი მანერებით, მისით მონუსხული ვიყავი. სულ 9 თვე ვიცნობდი. 25 წელი გავიდა და ამ გადასახედიდან არ მინახავს უფრო უკეთესი ადამიანი. ამას გვიან მივხვდი. ის ჩემთვის იყო საოცრება. იყო საკმაოდ დიდი სხვაობა ასაკობრივი. მისთვის ეს იყო ბარიერი ალბათ, რის გამოც ჰქონდა დისტანცია, ფიქრი, დარდი. მე ვისწავლე მისგან პირველი ნაბიჯების გადადგმა. მახსოვს, სულ რამდენიმე კვირის მისული ვიყავი, როცა ოჯახი გამაცნო და მათ უთხრა, დაიმახსოვრეთ, ხომ ახალბედაა, მაგრამ სამ წელში მას მთელი ქვეყანა გაიცნობსო. ის 9 თვე თითქოს ერთი სიცოცხლის დაბადება იყო ჩემთვის. გარდაიცვალა მოულოდნელად, გულით, გარდაიცვალა მაშინ, როცა მისი დისშვილი, მისივე მოსახელე დაჭერილი იყო. როცა გარდაიცვალა, მეც მაშინ გარდავიცვალე. როცა ფეხზე დავდექი, დაკრძალვის დღე იყო, ბუნდოვნად მახსოვს კადრები... 2 თვის შემდეგ, როცა პირველად გამოვედი ქუჩაში, გამახსენდა, რომ ის ბიჭი გამოსაყვანი მყავს ციხიდან და ამით დავიწყე ფეხზე დადგომა“ - თქვა ეკა ბესელიამ.
იხილეთ ვიდეო