რამდენიმე დღის წინ ია ფარულავას ყოფილმა ქმარმა, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა. „სიყვარული ვენახში, მეორე სეზონი, 2006“ - წერს ის. „ანჯელინა და ბრედ პიტი არ უხდებოდნენ ერთმანეთს ისე, როგორც ეს წყვილი“, „კარგი დრო იყო“, „ლამაზები ხართ“ - წერენ კომენტარებში.
ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი ია ფარულავას ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ისინი ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობას დღემდე ინარჩუნებს.