მომღერალ ნუკა კვალიაშვილს ორი ბიჭის შემდეგ გოგონა შეეძინა. პატარას ალექსანდრა დაარქვეს. ის ნუკასთვის მესამე, მისი მეორე ქმრისთვის კი პირველი შვილია.
გოჩა გელაშვილზე ნუკამ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ იქორწინა. გოჩა ნუკას შვილებისთვის იდეალური მამაა, ახლა კი წყვილს საერთო შვილიც ჰყავს.
ჯერ კიდევ 5 დღის წინ აპირებდა ამქვეყნად მოვლენას ალექსანდრა, დედ-მამა სამშობიაროშიც წავიდა, მაგრამ ცრუ განგაშიდან 4 დღის შემდეგ შეემატა ოჯახს ახალი წევრი, რომელსაც დედა შემდეგი სიტყვებით დახვდა:
"კეთილი იყოს შენი ფეხი ამ სამყაროში, ძალიან ლამაზო ალექსანდრა, ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ".
მამამ კი სოციალურ ქსელში დაწერა: "ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ფიზიკურად ყველას ვერ გიპასუხეთ, ცოტა აჟიტირებული ვარ. პატარა ალექსანდრამ თავდაყირა დამაყენა".