ირაკლი ნოზაძისა და ია დუდაშვილის 5 წლის ქალიშვილს, ნიაკო ნოზაძეს, ალბათ, ძალიან ბევრი იცნობს, სოციალურ ქსელში მას გულშემატკივრების ურიცხვი არმია ჰყავს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ნიაკოს გამართულად საუბარიც კი არ შეეძლო, მისი ვიდეოები ვირუსულად ვრცელდებოდა როგორც „ფეისბუკზე“, ისე „ინსტაგრამსა“ და „იუთუბზე“. როგორც ნიაკოს დედა ია დუდაშვილი აღნიშნავს, მას შვილის პოპულარობაზე არასდროს უფიქრია, პატარა ვარსკვლავმა კი ხალხს თავი საკუთარი პოზიტიურობითა და უშუალობით შეაყვარა.
ჟურნალ "თბილისელებთან" ია დუდაშვილმა ოჯახსა და მეუღლესთან ურთიერთობაზე ისაუბრა: "როგორც აღმოჩნდა, ჩვენს ურთიერთობაში რომ კონფლიქტები დაიწყო, ძალიან გამოუცდელი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემამდე ორი ოჯახი ჰყავდა, ალბათ, ირაკლიც გამოუცდელი იყო. ზოგადად, მგონია, რომ ქალზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე რომ არ მომენდომებინა, არ გამოვიდოდა. დაშორებულები რომ ვიყავით, ირაკლი ბოლომდე არ მიშვებდა, მაგრამ ქალის მონდომებაზე ბევრია დამოკიდებული. რჩევებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, თვითონ უნდა გაიაზრო, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი…“ - თქვა ია დუდაშვილმა.