რამდენიმე დღის წინ ყველასთვის საყვარელი მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. მისი მეუღლე ნინო ბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:
"კნეინა, შენ ყველაზე ძლიერი ხარო...!" ძლიერი კი არა, ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე. ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ, გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ. უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ".