ანუკი და ლიკა ქორქიებს ყველა იცნობს. ულამაზესი დები ხშირად ჩნდებიან სამოდელო ფოტოსესიებსა თუ სხვადასხვა გადაცემაში.
დების სილამაზე ნამდვილად გენეტიკურია - ამას მათი მშვენიერი დედის, ლანა სიხარულიძის ფოტოებიც მოწმობს.

არც ისე დიდი ხანია, ანუკი გათხოვდა და უკვე ორი შვილის დედაა. მას და მის მეუღლეს - კახა ჩიქოვანს, გიორგი და ლიკა ჰყავთ. ლიკას სახელი დეიდის პატივსაცემად დაარქვეს.
ამბობენ, რომ პატარა ლიკა, რომელიც ცოტა ხნის წინ ერთი წლის გახდა, ჰგავს კიდეც ცნობილ დეიდას.
იხილეთ ფოტოები