მსახიობი მაკა ძაგანია 19 წლის იყო, როდესაც პირველი შვილი - თინათინ ჩაკვეტაძე შეეძინა. თინათინი თანდათან თინი, თინუცა, ბოლოს კი ნუცა გახდა. დღეს ნუცა 20 წლისაა. მას უმცროსი ძმა - გიორგი ცერცვაძე ჰყავს (რომელიც მაკას მეორე ქორწინებიდან შეეძინა). მაკასა და ნუცას ერთობლივ ფოტოებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. ამჯერადაც ასე მოხდა. "ლამაზი გოგოები", "დებივით ხართ", "ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს" - უწერენ კომენტარებში მაკას და ნუცას.
"ნუცა რომ გავაჩინე, 19 წლის ვიყავი. ახალგაზრდა ასაკის გამო ცოტათი რთულად მივხვდი, რა იყო ახალი სიცოცხლის დაბადება.
რა თქმა უნდა, დედობას მალევე ავუღე ალღო - მივხვდი, დედობისთვის რა იყო საჭირო და რამდენი რამ უნდა გამეკეთებინა... ნუცა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. ულამაზესი თმის ფერი ჰქონდა. თან, მსუქანი და "გემრიელი" იყო.
იხილეთ სრულად