"სექსუალური სალომე საქართველოდან..." - რას წერს ირლანდიური The Sun-ი ქართველი მოცეკვავის შესახებ? - Marao

"სექსუალური სალომე საქართველოდან..." - რას წერს ირლანდიური The Sun-ი ქართველი მოცეკვავის შესახებ?

2022-01-14 10:55:58+04:00


საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე ირლანდიელი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება.

სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით - "სექსუალური სალომე: ვინ არის "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე სალომე ჭაჭუა და სად ცეკვავდა აქამდე".

"წელს სალომე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი", - წერს გამოცემა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ აქამდე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ქართულ ვერსიაში მონაწილეობდა.

"სალომე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ქართულ ვერსიაში მონაწილეობდა - ის პროექტის ხუთი სეზონის მონაწილეა. ასევე იყო სატელევიზიო ცეკვების შოუს, "შენ შეგიძლია ცეკვა“ ჟიურის წევრი", - წერს გამოცემა.

განაგრძეთ კითხვა