სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანი ცეკვა - ქართველი მოცეკვავისა და ირლანდიელი მორაგბის ნომერს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო) - Marao

სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანი ცეკვა - ქართველი მოცეკვავისა და ირლანდიელი მორაგბის ნომერს „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა (ვიდეო)

2022-01-17 14:03:28+04:00


საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ირლანდიურ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღებს მონაწილეობას. მისი მეწყვილე ირლანდიელი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება.

სალომეს შესახებ ირლანდიური The Sun-ი სტატიას აქვეყნებს სათაურით - "სექსუალური სალომე: ვინ არის "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილე სალომე ჭაჭუა და სად ცეკვავდა აქამდე".

"წელს სალომე ჭაჭუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხუთი ახალი პროფესიონალი მოცეკვავიდან ერთ-ერთია. სალომე საქართველოდანაა და ის პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. თავის სამშობლოში ლათინურ ცეკვებში ჩემპიონია. ასევე არის ცეკვის სტუდია Prime Dance-ის დამფუძნებელი და დირექტორი", - წერს გამოცემა.

ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი ტური გუშინ შედგა. როგორც გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, სალომე ჭაჭუასა და ჯორდან კონროის ცეცხლოვანმა ცეკვამ ჟიურისგამ მაღალი ქულები, მაყურებლისგან კი დიდი მოწონება დაიმსახურა.