"15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - პოპულარული ბლოგერი თავისი გამოცდილებისა და იდეალური წონის შენარჩუნების შესახებ - Marao

"15 კგ დავიკელი ისე, რომ გემრიელ საჭმელზე უარი არ მითქვამს“ - პოპულარული ბლოგერი თავისი გამოცდილებისა და იდეალური წონის შენარჩუნების შესახებ

2022-01-18 14:22:38+04:00


ჭარბ წონასთან ბრძოლა სახლში ყოფნისას განსაკუთრებულად რთულია. ბევრი დიეტა არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობის მთავარი ნაკლი ისაა, რომ მოკლევადიან შედეგებზეა ორიენტირებული და დაკლებიდან მალევე გვიბრუნდება წონა. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რა ტანჯვა-წამებად გვიჯდება მკაცრი დიეტების დაცვა და გემრიელ კერძებზე უარის თქმა!

დღეს გაგაცნობთ ბლოგერს, რომელმაც სხვების გამოცდილებითა და საკუთარი უგემრიელესი რეცეპტებით 15 კგ-ის დაკლება და იდეალური წონის შენარჩუნება შეძლო, ახლა კი სოციალური ქსელების ("ინსტაგრამისა" და "ფეისბუკის") საშუალებით სხვებსაც უზიარებს რჩევებს ჯანსაღი და ამავდროულად, გემრიელი კვების შესახებ.

ოლივია შარაშენიძე 18 წლის წინ თავის მეორე სამშობლოში, პოლონეთში გადავიდა საცხოვრებლად. ამჟამად საქმროსთან ერთად კვიპროსზე ცხოვრობს. არც დიეტოლოგია, არც ტრენერი, მაგრამ ფაქტია, მისი მიდგომა და რეცეპტები საოცრად ეფექტურია.

- სანამ ჯანსაღ კვებაზე გადახვიდოდით, როგორ იკვებებოდით?

- საოცარი გურმანი ვარ, ვგიჟდები გემრიელ საჭმელზე, მის კეთებაზე, ჩემი სტუმრების ბედნიერ და კმაყოფილ სახეებზე, როდესაც ჩემ მიერ მომზადებულ გემრიელ და ლამაზად გაფორმებულ კერძს აგემოვნებენ.

ამ ყველაფერთან ერთად, სამწუხაროდ, სანამ გავიგებდი, რას ნიშნავს ჯანსაღი, ანუ ადამიანური კვება, ვერასოდეს ვაბალანსებდი ჩემს საკვებს, რადგან ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა ცომეული და, რაც ალბათ ბევრისთვის ნაცნობია, ღამე ჭამა. შესაბამისად, მთელი ცხოვრება ვებრძოდი ზედმეტ კილოგრამებს.

- რა საშუალებებით ცდილობდით წონის დაკლებას?

- უამრავი დიეტა გამოვცადე, შედეგი კი ყოველთვის ერთნაირი იყო: ვიკლებდი და, როგორც კი ვაღწევდი, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელ შედეგს, მაშინვე ვუბრუნდებოდი გაუკონტროლებელ ჭამას, რის შედეგადაც მალევე ვიმატებდი; ხშირად მეტს, ვიდრე დიეტის დროს დავიკელი. ჯანსაღი კვების შესახებ ვიცოდი, მაგრამ სულ მეგონა, რომ ეს უდრიდა მორიგი დიეტის ტანჯვას, ანუ ყველაფრის მოკლებას, საყვარელ ჩვევებზე უარის თქმას და იმის ჭამას, რაც არ გვიყვარს.

- ჯანსაღ კვებაზე გადასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- 2018 წლის ოქტომბერში საქმროსთან ერთად საცხოვრებლად კვიპროსზე გადავედი, სადაც 4 თვეში 8 კგ-ის მომატება მოვახერხე. თებერვალში ჩემმა საქმრომ გადამიღო სურათი, რომელსაც შევხედე და მივხვდი, რომ ჩემი წონა სრულიად გამექცა კონტროლიდან და სასწრაფოდ რამე უნდა მომემოქმედებინა (ეს ფოტოების დამუშავება და პოზიორობა ისე, რომ გამხდარი გამოჩნდე, საერთოდ გვიბინდავს რეალობას).

განაგრძეთ კითხვა