გიგა ჭიკაძე ქართველი კიკბოქსიორი და შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლია, რომელიც UFC-ში წარმატებულად ასპარეზობს. მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
გიგას ულამაზესი მეუღლე, თამუნა გაზაშვილი მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს. წყვილი ამერიკაში ცხოვრობს და ორ შვილს, ნიტასა და მაქსიმეს ზრდის. მამის მსგავსად, პატარა ნიტაც პოპულარულია და უკვე შეძლო, ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებულიც გამხდარიყო.
როგორც გიგამ არაერთ ინტერვიუში აღნიშნა, მეუღლე, თამუნა გაზაშვილი პირველად სკოლაში ნახა და ის მაშინვე შეუყვარდა. „პირველად სკოლაში დავინახე და მაშინვე ვთქვი, ის ჩემი ცოლი გახდება-მეთქი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, ყოველთვის მქონდა მხარდამჭერა 1 გოგოსგან, რომელიც 14 წლის ასაკში ვნახე და ეს გოგო შემდეგ ჩემი ცოლი გახდა, ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ამ გოგოს ჰქონდა თავისი ოცნება, თავისი სამსახური, კარიერა. მან მე ყველაფერი მომცა, მას ჩემი სჯეროდა, ის ჩემი სიცოცხლეა’’ - იხსენებდა სპორტსმენი. თამუნა გიგას ყველაზე დიდი გულშემატკივარია და, რა თქმა უნდა, ბოლო ბრძოლის დროსაც მის გვერდით იყო. მას შემდეგ, რაც კატართან მარცხის შემდეგ გიგა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისმა მეუღლემ კლინიკიდან ფოტო გაავრცელა: „ვამაყობ შენით“ - წერდა თამუნა გაზაშვილი.