5 იანვარს რუსთაველის თეატრის მსახიობი, 43 წლის ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევაა. ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ნიკა ქაცარიძის მეუღლემ, ნინო ბერიძემ, მის ცხოვრებაში მომხდარი უმძიმესი დღე გაიხსენა და თქვა, რომ მამის სიკვდილს მისი მცირეწლოვანი შვილებიც შეესწრნენ.
"დალევით, როგორც ყველა ქართველი მამაკაცი, დღესასწაულებზე ან დაბადების დღეებზე სვამდა. ამას ყოველდღიური ხასიათი არ ჰქონდა. საახალწლო დღესასწაულზე ვინ არ სვამს? როგორც ასეთი, ნიკა მსმელი არ იყო.
ჩემი აზრით, ეს იყო აცრისგან და სასმლისგან პროვოცირებული თრომბი. დავაზუსტებ, რას ვგულისხმობ, არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს აცრის წინააღმდეგი ვარ. თუმცა ამ შემთხვევაში არ არის მედიცინის მუშაკებისგან მკაცრი გაფრთხილება, რომ არ შეიძლება დალევა ერთი თვე ან ორი თვე. მოუწია სასმლის დალევა, თუმცა ეს დიდი რაოდენობით არ იყო. ჩვეულებრივად დაიძინა, ადრე დაწვა, რადგან მეორე დღეს რეპეტიცია ჰქონდა...გაგრძელება