ბოტოქსი სახლის პირობებში ბრინჯის ნიღბით - მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი - Marao

ბოტოქსი სახლის პირობებში ბრინჯის ნიღბით - მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი

2022-01-20 13:38:22+04:00


ლამაზი და გლუვი კანი ყველა ქალის ოცნებაა. ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენი კანი ელასტიკურობას კარგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია სახის კანის როგორც ღრმა დატენიანება, ამასთანავე, კვირაში 2-ჯერ ნიღბების გამოყენება. გთავაზობთ ბრინჯის ნიღაბს, რომელიც თქვენს კანს დაუბრუნებს სინაზესა და სიმკვრივეს, გაასწორებს წვრილ ნაოჭებს და აავსებს მინერალებითა და ვიტამინებით.

მომზადება:

2 ს/კ ბრინჯს დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ ბრინჯი ბოლომდე არ ჩაიხარშოს. როდესაც ბრინჯი კარგად მოიხარშება, გადაწურეთ და ნახარში წყალი გააგრილეთ. გაგრილებულ მასას დაუმატეთ 2-2 წვეთი A და E ვიტამინი. დაიტანეთ სუფთა კანზე რამდენიმე ფენა და შეიშრეთ. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და მკვებავით დაიტენიანეთ.

დარჩენილი მასა შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ და პერიოდულად გამოიყენოთ.

მარიამ ყაველაშვილი