ბათუმელ მოდელს, ლორენა ზოიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მისი ფოტოები და ვიდეოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იმსახურებს. ლორენას ხშირად ქართველ მონიკა ბელუჩისაც უწოდებენ.

სულ ცოტა ხნის წინ ლორენა ზოიძემ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლის შესახებ წერდა და ამბობდა, რომ ის მეზღვაურია, მასთან თვეობით განშორება კი ძალიან რთულია. ამჯერად კი მოდელი მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს: „6 თვის შემდეგ ისევ ერთად“ - წერს ის. წყვილი თურქეთში მოგზაურობს და ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს.

