სოფო ნიჟარაძეს ფართო საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მომღერალი და ტელესახეა, თუმცა ბოლო წლებია, სოფო ტელეეკრანებზე აღარ ჩანს. ამის მიზეზი კი მისი პირადი ცხოვრებაა - მომღერალი საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და იქ ქალიშვილს, ელის-მარიას ზრდიდა, თუმცა დედა-შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება.

დიდი ხნის განმავლობაში სოფო ნიჟარაძე შვილის სახეს ფოტოებსა და ვიდეოებში არ აჩენდა, თუმცა საახალწლო კონცერტზე ის სწორედ ელის-მარიასთან ერთად გამოჩნდა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა. ამჯერად კი სოფო ნიჟარაძე შვილის ახალ კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ერთობა ელის-მარია მეგობებთან ერთად.
