მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა. ქორწილში მას ჯაბა დიასამიძის მიერ შექმნილი კაბა ეცვა.
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. პატარა ლეა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. ამჯერად ნანიკომ ოჯახური კადრები ზამტრის კურრტიდან გამოაქვეყნა, გამომწერებისგან კი უამრავი დადებითი შეფასება მიიღო.