თუ მოგბეზრდათ ტრადიციულად, ქვაბში მომზადებული წვნიანი, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. ორიგინალური სერვირების წყალობით კერძი არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ ახალ სიცოცხლეს შესძენს თქვენს სუფრას. თუ გსურთ რაიმე ორიგინალური სცადოთ, არ არის საჭირო ეგზოტიკური და სრულიად უცნობი რეცეპტის ძებნა. თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ნაცნობი კერძი, რომელიც არაერთხელ მოამზადეთ, ინგრედიენტის დამატებით ან უბრალოდ სერვირების შეცვლით.
ინგრედიენტები:
საქონლის ხორცი - 400 გრ.
შამპინიონები - 200 გრ.
სტაფილო - 1 ც.
ხახვი - 1 ც.
მოცარელა - 200 გრ.
ნიორი - 2 კბილი
პატარა გოგრა - 1 ც.
მარილი და პილპილი - გემოვნებით
სანელებლები - გემოვნებით
მწვანილი - დეკორაციისთვის.
მომზადების მეთოდი:
გოგრას მოაჭერით თავი და ამოიღეთ თესლი. შემდეგ შედგით ღუმელში 180°C-ზე, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ ზემოდან დააფაროთ ფოლგა.
სანამ გოგრის ქოთანი ღუმელში ცხვება, დაიწყეთ შიგთავსის მომზადება.
დაჭერით ხახვი, სტაფილო, სოკო და შეწვით ტაფაში.
კარგად გახურებულ ტაფაში ცალკე შეწვით საქონლის ხორცი. შემდეგ ხორცი ბოსტნეულს დაუმატეთ.
მზა გოგრას დაუმატეთ შიგთავსი და ზემოდან გახეხილი მოცარელა მოაყარეთ. ამის შემდეგ გოგრა ისევ შედგით ღუმელში 180°C-ზე, დაახლოებით, 50 წუთის განმავლობაში. ვისაც ყველი უყვარს, სუფრასთან მიტანამდეც შეუძლია დაუმატოს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გოგრა მწვანილითა და სასურველი სანელებლებით გააფორმოთ.
![](/media/images/stories/gogra.jpeg)