არსებობს 15 000-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, სადაც აღწერილია ზღვის პროდუქტებისგან მიღებული ომეგა 3-ის შემადგენელი DHA და EPA ცხიმოვანი ჟავების სასარგებლო გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სურსათის უვნებლობის ევროპულმა სააგენტომ აღიარა, რომ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს DHA-ისა და EPA-ს - განსაკუთრებულად სასარგებლო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე, რის საფუძველზეც ომეგა 3 ჯანმრთელობისთვის აუცილებელ 13 პროდუქტს შორის შედის;
DHA და EPA უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა, მხედველობის, ძვალსახსროვანი, იმუნური სისტემებისა და თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას;
კვლევების მიხედვით, ომეგა-3 დადებითად მოქმედებს ნეიროგანვითარებაზე, აუმჯობესებს კოგნიტური ფუნქციის პარამეტრებს, ქცევით განვითარებას;
DHA ხელს უწყობს თავის ტვინისა და მხედველობის ნორმალურ განვითარებასა და ფუნქციონირების შენარჩუნებას.
რა გავლენა აქვს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს ჩვენს ჯანმრთელობაზე
• აძლიერებს იმუნურ სისტემას, ამცირებს ანთებით პროცესებს;
• წარმოადგენს ტვინის „საშენ მასალას";
• აუმჯობესებს უჯრედში სიგნალის გამტარიანობას;
• ორსულობის პერიოდში მისი მიღება ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს;
• უზრუნველყოფს ნაყოფის თავის ტვინისა და თვალის ნორმალურ განვითარებას;
• აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
• ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს;
• უზრუნველყოფს ხანდაზმულობაში თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას;
• უზრუნველყოფს ასაკის მატებასთან ერთად ფერის აღქმის შენაჩუნებას;
• ამცირებს ასთმის განვითარების რისკს;
• ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს;
• აუმჯობესებს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების სტრუქტურას;
ომეგა 3 და covid-19
ომეგა 3-ის სარგებლიანობის შესახებ ბოლო დროს ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა დღეს განსაკუთრებით აქტუალური კოვიდპანდემიაა და შესაბამისად, ამჯერად ამ მიმართულებით გავამახვილებთ ყურადღებას.
ომეგა 3-ის გამოყენება კოვიდინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში განპირობებულია მისი სამკურნალო ეფექტებით:
• აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას;
• აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი;
• აქვს ანტითრომბოზული (სისხლის გამათხელებელი) მოქმედება;
• თავიდან აგვაცილებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს და ამ დაავადებებით გამოწვეულ გარდაცვალებას (აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, არეგულირებს არტერიულ წნევას, სისხლის კოაგულაციას, არეგულირებს გულის რიტმს);
• აუმჯობესებს გუნება-განწყობას.
• უზრუნველყოფს კოვიდის შემდგომ თმის ცვენისა და ზოგადი სისუსტის პრევენციას.
როგორც ცნობილია, კოვიდინფექციის გართულების რისკ-ჯგუფში არიან ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტები. განსაკუთრებით კი ეს დიაბეტს და ფილტვების დაავადებებს ეხება.
ომეგა 3 ამ შემთხვევებშიც დაგვეხმარება: დიაბეტიანებში ის ამცირებს გულ-სისხლძარღვოვანი გართულებებისა და ინსულტის რისკს, აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
რაც შეეხება ფილტვების პათოლოგიებს, კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა 3 ხელს უშლის ბრონქოსპაზმის და ასთმის განვითარებას. EPA და DHA ცხიმოვანი მჟავების ყველა ეს თვისება მნიშვნელოვან შედეგს გვაძლევს კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობისას, ისევე, როგორც პოსტკოვიდური გართულებების დროს, ან ამ ვირუსის და მისი გვერდითი ეფექტების პრევენციისთვის.
რა დოზით უნდა მივიღოთ ომეგა 3?
• საპროფილაქტიკოდ მნიშნელოვანია ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს შორის DHA+EPA 1000 მგ-ს შეადგენდეს
• თერაპიული დოზა 2000-4000 მგ DHA+EPA.
რატომ უნდა ავირჩიოთ Moller’s ომეგა-3? (ფოტო 3)
მიოლერის ვირთევზას ღვიძლის ზეთის უპირატესობები:
• ნატურალური პროდუქტი - დამზადებულია არქტიკულ წყლებში ველურად დაჭერილი ვირთევზას ღვიძლისგან (და არა თევზის ხორცისგან);
• ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები წარმოდგენილია ტრიგლიცერიდების სახით;
• არ შეიცავს მავნე დანამატებსა და კონსერვანტებს, დამატკბობელს, შაქარს, სოიოს და გლუტენს, ასევე მცენარეულ ცხიმებს (გლიცერინს);
• არ შეიცავს ხელოვნურ ომეგა 3-ს, რომელსაც ახასიათებს მადის მომატება და არტერიული წნევის აწევა.
• დღიურ დოზაში (5 მლ) შედის 1200 მგ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის 1000 მგ EPA+DHA, D ვიტამინი - 400 IU; ვიტამინი E-3 mg; ვიტამინი A-250mcg.
• აქვს საუკეთესო გემოვნური თვისებები, არ აქვს თევზის სუნი და გემო. მოთავსებულია მინის ბოთლში.
მიღების წესი: ბავშვები: 1-3 წელი 2,5 მლ/დღეში, 4 წლიდან ზრდასრული ასაკის ჩათვლით 5 მლ/დღეში; საჭიროების შემთხვევაში 11 წლის ზევით ასაკის ბავშვებისათვის დასაშვებია 10 მლ/დღეში, ხოლო ზრდასრულთათვის 20 მლ.
მწარმოებლის რეკომენდაციით, ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღება უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის დროს. გარდა თხევადი ზეთოვანი ფორმისა, მიოლერს აქვს ომეგა 3-ის კაფსულირებული და ჟელეს ფორმები.
OMEGACORE - 2 კაფსულა შეიცავს: 1320 მგ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებს, მათ შორის 1120 მგ DHA + EPA. დოზირება: 1-2 კაფსულა, მაქსიმუმ 5.
Moller’s Forte- 2 კაფსულა შეიცავს: 670 მგ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის 560 მგ DHA + EPA, D ვიტამინი - 400 IU, ვიტამინი Ε 10 mcg. დოზირება:
ჟელე - 2 თევზუკა შეიცავს: 370 მგ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებს, მათ შორის DHA-280 მგ და EPA-56 მგ, ვიტამინი D – 400 IU. დოზირება: 2 ჟელე დღეში.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 551 255 299, agvinepadze@vrf.ge
R