თავის ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესების შესახებ mkurnali.ge-ს ექიმი მანანა ანდღულაძე ესაუბრა:
- დღეს ჩვენი საუბარი შეეხება მეხსიერების, აზროვნებისა და საზოგადოდ, თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებელ პროდუქტებს. რომელია ასეთი?
- როგორც ჭამ, ისე აზროვნებო, ამბობენ დიეტოლოგები. მათი აზრით, ტვინის მუშაობა უშუალოდ არის დამოკიდებული რაციონზე. ტკბილეულის მოყვარულებს, მაგალითად - დაბნეულობა სჩვევიათ; ვეგეტარიანელები კი უფრო ნელა აზროვნებენ, ვიდრე თევზის მოყვარულნი (თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თევზის დიეტას დაიცავთ, აუცილებლად ნობელის პრემიის დაურეატი გახდებით).
ბალანსირებული კვება - აი, რა არის საჭირო ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად. თუ არ გჯერათ, სცადეთ, ტვინი სწორად გამოკვებოთ და მალე დარწმუნდებით, რომ ეს სრული სიმართლეა...გაგრძელება